ქუთაისი თავისი მნიშვნელობით მეორე ქალაქია საქართველოში, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია სხვდასხვა კუთხით ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა სამშენებლო ბიზნესი, ქალაქში აშენდა რამოდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენმა ჯგუფმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სამშენებლო ბიზნესში დავაფუძნეთ დეველოპელური კომპანია “ტერასა წერეთელზე” და გადავწყვიტეთ აგვეშენებია თანამდროვე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი. ამ იდეის განხორციელებისათვის მოვიზიდეთ კანადური ინვესტიცია, გავითვალისწინეთ იქაური სამშენებლო ინოვაციები, პროექტი დამუშავდა ქუთაისისა და თბილისის წამყვანი არქიტქტორ-კონსტრუქტორების მიერ. მშენებლობის პროცესში ჩართული გვყავს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაში დიდი გამოცდილების მქონე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალთა ჯგუფი.